- მარტი 02, 2026
ნათია გოლიაძემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა
- იანვარი 08, 2023
- , პოლიტიკა
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჭანიშვილთან ერთად ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს და თოვლის ბაბუა მიუყვანეს. თოჯინების თეატრის მსახიობებმა კი მათ განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.