ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ნიორის ფასი 15 ლარი გახდა: „ეს ქართულია… კიდევ არ დათესავთ?“


ნიორის ფასი 15 ლარი გახდა: „ეს ქართულია… კიდევ არ დათესავთ?“

ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამი ნიორი 15 ლარი ღირს. „ეს არის ქართული ნიორი. კიდევ არ დათესავთ? “ _ მხიარული განწყობით ყიდის ერთ-ერთი მოვაჭრე ასე აუცილებელ სანელებელს. იქვე, ყუთში ბლომადაა უფრო მომცრო ზომის, ვიზუალურად საღი ნიორი. _ეს თურქულია, დასათესად ნაკლებად გამოგადგებათ, _ კვლავ აკეთებს განმარტებებს გამყიდველი. ნიორის ფასის ასე ზრდას, რომელიც გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე 4-5 ლარი ღირდა, იმით ხსნიან, რომ მოსახლეობაში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ნაკლებად თესავენ. _ნიორის დათესვა უმჯობესია ზაფხულის ბოლოს, სექტემბერშიც. საგაზაფხულოდ კი მისი მწვანე მასის მოხმარება უმეტესად სანელებლის ყიდვისგნ, მასში მაღალი ფასი გადახდისგან დაგვიცავს, - საუბრობენ მომხმარებლები. რამდენიმ წლის წინ, როცა ნიორის ფასმა15-17 ლარს მიაღწია, დიდთოვლობასაც აბრალებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, არც ესაა მთავარი მიზეზი. ნიორის დათესვა საგაზაფხულოდაც შეიძლება, რისთვისაც მომხმარებლები ქართული ჯიშის მოძიებას ამჯობინებენ. ფასის ზრდა, როგორც ამბობენ, ამ ფაქტმაც გამოიწვია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია