- მარტი 02, 2026
ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
- ნოემბერი 12, 2024
- , პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ, რომელიც საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. სასამართლო გუშაგის ინფორმაციით, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს. დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო. ვრცლად: courtwatch.ge