ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოკუპანტებმა ომში, დაახლოებით, 170 550 სამხედრო დაკარგეს – უკრაინის გენშტაბის მონაცემები


ოკუპანტებმა ომში, დაახლოებით, 170 550 სამხედრო დაკარგეს – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 მარტამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 170 550 ; ​ტანკი - 3 595; ჯავშანტექნიკა - 6 947; საარტილერიო სისტემა - 2 631; სარაკეტო სისტემა - 522; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 277; თვითმფრინავები - 305; ვერტმფრენი - 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 216; საკრუიზო რაკეტები - 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 486; გემი/ნავი/კატარღა - 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა - 282. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 25 მარტის მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის: 404 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი; 224 ვერტმფრენი; 3 573 უპილოტო საფრენი აპარატი; 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა; 8 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა; 1 072 რავალჯერადი სარაკეტო გამშვები; 4 428 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი; 9 114 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია