ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოკუპანტებმა, ხერსონში მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს, დალიეს და ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს


ოკუპანტებმა, ხერსონში მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს, დალიეს და ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქის სოფელ ჩორნობაივკაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს - ამის შესახებ ადგილობრივებმა რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს განუცხადეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროებმა სოფლის მაღაზია გაძარცვეს, ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს, დალიეს და სროლა დაიწყეს. ადგილობრივების თქმით, მამაკაცები, რომლებიც ოკუპანტებს შეეკამათნენ, დახვრიტეს. რუსებმა აგრეთვე ცეცხლი გაუხსნეს სოფელში მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. რადიო თავისუფლება წერს, რომ ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულები არიან და სარდაფებში იმალებიან. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია