- მარტი 02, 2026
ოკუპირებულ უკრაინის ბაზარზე სარაკეტო დარტყმას 13 ადამიანი ემსხვერპლა
- იანვარი 21, 2024
- , პოლიტიკა
euronews-ის ინფორმაციით, უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ უკრაინის ბაზარზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშს 13 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, რაკეტა დონეცკის გარეუბანს, ტექსტილშჩიკს ამ დილას მოხვდა. euronews-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაყენებული ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა უკრაინამ გაუშვა.