ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოპოზიციის კონფიგურაცია საარჩევნოდ _ ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა


ოპოზიციის კონფიგურაცია საარჩევნოდ _ ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა

ქართული ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო დაჯგუფების საკითხი კვლავ ღია რჩება. ევროპაში მიღწეული შეთანხმების შესრულების ვადა ამოიწურა - გარკვეული კონფიგურაციებიც უკვე არსებობს, მაგრამ პოზიციები საბოლოო არ არის. ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის და ახალი სახეების პრეზენტაცია გამართა, სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი კონსულტაციები გრძელდება. პარტიის ყრილობაზე ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დააფუძნა. პლატფორმის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარადგინა: გია ჯაფარიძე თამარ კორძაია სოფო ჯაფარიძე ლაშა ბაქრაძე არმაზ ახვლედიანი გიორგი ვაშაძე ირაკლი ფავლენიშვილი საარჩევნო ნომერი - 5 იქნება. ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია