- მარტი 02, 2026
ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა _ არიან დაღუპულები და დაშავებულები (ინდოეთი)
- ივნისი 03, 2023
- , პოლიტიკა
ინდოეთის აღმოსავლეთ ოდიშას შტატში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 288 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილას 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. მედიის ცნობით, Shalimar-Chennai Coromandel Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, მეორე - Howrah Superfast Express-ის მატარებელი კი გადაბრუნებულ ვაგონებს შეეჯახა. ტრაგედიის გამო შტატში გლოვის დღე გამოცხადდა.