- მარტი 02, 2026
ოზურგეთელ ტაეკვანდოელების წარმატება საქართველოს პირველობაზე
- დეკემბერი 04, 2021
- , პოლიტიკა
3 - 4 დეკემბერს კასპში ოლიმპიურ ტაეკვანდოში პირებსა და კადეტებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ურეკის და ოზურგეთის ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს , საუკეთესოდ იასპარეზეს და შინ ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო წამოიღეს. ვიკა ლაბარტყავამ შეჯიბრში ( 33კგ) _ I ადგილი მოიპოვა, ნიკოლოზ ლაბარტყავამ ( 25 კგ) _ III, ლუკა გურასაშვილმა ( 33 კგ) _ III, ლუკა გუჯაბიძემ ( 24 კგ) - III, გეგა გობრონიძემ ( 29 კგ) - III, ია მჟავია, ( 37 კგ) - III. საქართველოს ჩემპიონატში სულ 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოზურგეთელი ბიჭების და გოგოების გამოსვლა ასპარეზობაზე წარმატებული იყო. ოზურგეთელი სპორტსმენები შეჯიბრისთვის ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.