ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთელი ფეხბურთელების მორიგი გამარჯვება


ოზურგეთელი ფეხბურთელების მორიგი გამარჯვება

22 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საფეხბურთო სექციის ფეხბურთელებმა სამეგრელოს ზონის გათამაშებაში მორიგი მატჩი, შინ აბაშის ზანასთან გამართეს, _ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს. საფეხბურთო ასპარეზობა ბოხვაურის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა, საბოლოო ჯამში, ოზურგეთელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა _ 6 : 0 ამ ეტაბზე სამეგრელოს ზონაში, ოზურგეთი პირველ ადგილზეა და ლიდერობს. გუნდი ასპარეზობისათვის გოჩა კრასოტკინმა, რამაზ ასკურავამ, თორნიკე წულაძემ, გია გაგუამ და გია ტუღუშმა მოამზადეს. ავტორი: გიორგი გირკელიძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია