- მარტი 02, 2026
ოზურგეთელმა საბა მამალაძემ პოლონეთიდან ბრინჯაო წამოიღო
- თებერვალი 20, 2023
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯსნსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის მოჭიდავემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა მამალაძემ პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის 82 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. პირადი მწვრთნელები: უჩა მჟავანაძე, გურამ მაჭარაშვილი. ჯამში საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში! საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა: მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ ჩაიყვანეს. ექიმ-რეაბილიტოლოგი - გიორგი მურცხვალაძე. [simple-author-box]