ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთის ცენტრში გოგონა ცუდად გახდა და წაიქცა _ რას არკვევდა სასწრაფო ერთი საათის განმავლობაში


ოზურგეთის ცენტრში გოგონა ცუდად გახდა და წაიქცა _ რას არკვევდა სასწრაფო ერთი საათის განმავლობაში

დაახლოებით, ერთი საათის წინ ოზურგეთის ცენტრში, გურიის ქუჩაზე გოგო წაიქცა. მას 39 გრადუსი ტემპერატურა აქვს. სავარაუდოდ, გოგონას კორონავირუსი აქვს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები. სასწრაფომ ის დიდი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში არ გადაიყვანა. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, "ცენტრმა" მათ ამის უფლება არ მისცა. განმეორებით კითხვაზე _ რატომ არ გადაჰყავდათ გოგონა საავადმყოფოში, გვიპასუხეს, რომ არკვევდნენ. _ გვაცალეთ, ქალბატონო, ვარკვევთ", _ გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა. თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, თუმცა სად, ამ წუთისთვის "გურია ნიუსისთვის" უცნობია. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი" ისევ შემოგთავაზებთ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია