ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთის რომელ საბავშვო ბაღებში და რატომ არ მივიდნენ აღსაზრდელები


ოზურგეთის რომელ საბავშვო ბაღებში და რატომ არ მივიდნენ აღსაზრდელები

უამინდობის გამო აღსაზრდელების ნაწილი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არ მივიდა. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია "გურია ნიუსთან" აღსაზრდელების დაბალი დასწრების შესახებ საუბრობს. "ეს ორი დღეა დასწრება ძალიან დაბალია. 2116 აღსაზრდელიდან 404 ბავშვი გამოცხადდა. არის საბავშვო ბაღები, სადაც დღეს აღსაზრდელები საერთოდ არ გამოცხადდნენ. ეს ბაღები არის ანასეულში, ნატანებში, ზემო ნატანებში, ვაკიჯვარში, მთისპირში და ძიმითში. ალბათ, უამინდობას უკავშირდება. ვირუსული ინფექციებიც არის, მაგრამ გაუარესებულ ამინდთან დაკავშირებით გამოცხადება ყოველთვის დაბალია,_ გვითხრა მაკა ჭყონიამ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია