- მარტი 02, 2026
ოზურგეთის სარაგბო კლუბი ,,არწივები” უმაღლეს ლიგაში გადავიდა
- მაისი 07, 2023
- , პოლიტიკა
ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ დიდ 10-შია! ქალაქ თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართულ პირველი ლიგის ფინალში „არწივებმა“ თბილისის „არმია“ 20:13 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ოზურგეთში დაბრუნებულ მორაგბეებს სპორტსმენები, გულშემატკივრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. #ოზურგეთი #არწივები #რაგბიჩვენითამაშია