- მარტი 02, 2026
“ოზურგეთს პატრონი აღარ ჰყავს?“ – ზვიად კვაჭანტირაძე
- ოქტომბერი 30, 2020
- , პოლიტიკა
სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ოზურგეთს ამ ღამით წყალი არ მიეწოდება. “ყოჩაღ თქვენ, დივერსანტებო! ოზურგეთს პატრონი აღარ ჰყავს? არჩევნების წინა დღეს რომ მთელს ქალაქს გაუთიშავენ წყალს!!! #გაერთიანებულიწყალმომარაგებისკომპანია #ოზურგეთისმუნიციპალიტეტისმერია“, - წერს ფეისბუქში ქობულეთის დეპუტატობის კანდიდატი ზვიად კვაჭანტირაძე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქ ოზურგეთს შეუწყდა წყალმომარაგება! მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.“