- მარტი 02, 2026
ოზურგეთში ანსამბლ ,,ბასიანის“ სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
- აგვისტო 04, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანსამბლ ,,ბასიანი“-ს სანოტო კრებულის -,,ქართული ხალხური სიმღერები - გურია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო. კრებულში შესულია ცნობილი ლოტბარის ვლადიმერ ბერძენიშვილის და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში. სანოტო კრებული ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.