- მარტი 02, 2026
ოზურგეთში ერთი კოვიდუბანი იქნება
- ოქტომბერი 01, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, ოზურგეთში ერთი კოვიდუბანი იქნება. უბანი 13 წევრისგან უკვე დაკომპლექტებულია. ისინი დღის განმავლობაში 35 ადამიანს მოემსახურებიან. “25-27 სექტემბრის ჩათვლით, 35 ადამიანი დაფიქსირდა, რომლებსაც კოვიდი აქვთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებათ ხმის მიცემა შესაბამისი წესის დაცვით. ზოგი სახლშია, ზოგი კი საავადმყოფოში. საარჩევნო უბნის წევრები ეკიპირებული იქნებიან შესაბამისი აღჭურვილობით“, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ. ინფორმაციისთვის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 63 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი _ კოვიდ უბანი. ოზურგეთში 60 502 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. [sexy_author_bio]