- მარტი 02, 2026
ოზურგეთში “ლაზიკამედის აკადემია“ გაიხსნა
- იანვარი 24, 2023
- , პოლიტიკა
ოზურგეთში “ლაზიკამედის აკადემია“ გაიხსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში. ,,ლაზიკამედის აკადემიაში“ შესაძლებელია სხვადასხვა მომსახურების მიღება, მათ შორის: ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია , აუტიზმის დიაგნოსტიკა, მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, აკადემიური უნარების განვითარება. ამ ეტაპზე დაწესებულებას 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია. [simple-author-box]