- მარტი 02, 2026
ოზურგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
- მარტი 20, 2024
- , პოლიტიკა
ოზურგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა სოფელ ნატანებთან ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, არავინ დაშავებულა. "ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა",_ ამბობენ "საქართველოს რკინიგზაში". [simple-author-box]