ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პაკისტანში წყალდიდობას 1128 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანში წყალდიდობას 1128 ადამიანი ემსხვერპლა

მუსონურმა წვიმებმა დიდი ნგრევა და ზიანი გამოიწვია პაკისტანში. მუსონური წვიმებისა და მყინვარების დნობის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 1128 ადამიანი, მათ შორის 340 ბავშვი და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი, იძულებით გადაადგილებულ იქნა 364000 ადამიანი, დაზარალდა 33 მილიონი ადამიანი და ქვეყანას 10 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა. 6 სამხედრო ოფიცერი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნისას პაკისტანში წყალდიდობის სამაშველო ოპერაციების დროს. ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნულმა სააგენტომ (NDMA) დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 119 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია