- მარტი 02, 2026
პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს, ვიდრე ეს, ძალიან მალე იღლება… – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
- დეკემბერი 04, 2022
- , პოლიტიკა
მიხელ სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა, ოჯახის შეფასებით, მძიმეა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. ჟურნალისტებთან მან მცირე კომენტარი გააკეთა სადაც თქვა რომ სიმპტომები უცვლელია - უმადობა, ტემპერატურა და სისუსტე, რაც. მისი თქმით, უკვე დასმული რამდენიმე დიაგნოზის ფონზე, მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს. "საშინელი სისუსტე და კვება როგორია, იცით? - პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს ვიდრე ეს, ერთ ლუკმას მოკბეჩს და მერე გადადის წყალზე, ჩაიზე... ძალიან მალე იღლება, უყურებს საშინელებას რაც ხდება უკრაინაში, ბახმუტის ამბებს," - თქვა ალასანიამ. წყარო: rustavi2