- მარტი 02, 2026
პლუტონზე გაყინული წყალი აღმოაჩინეს
- ნოემბერი 10, 2022
- , პოლიტიკა
"NASA"-მ გაავრცელა პლუტონის მორიგი ფერადი სურათები, რომლებიც, როგორც სააგენტოში განაცხადეს, აჩვენებს, რომ ჯუჯა პლანეტის ცა ცისფერია. ფოტოები "NASA"-მ "New Honzons"-ის მისიის ფარგლებში მიიღო. როგორც ცნობილია, ამ მისიის ფარგლებში გაგზავნილმა თანამგზავრმა პლუტონს უკვე ჩაუარა, თუმცა "NASA"-ს ჯერჯერობით ინფორმაციის მხოლოდ 10%-ი აქვს მიღებული და მეცნიერები კიდევ მრავალ აღმოჩენას ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც თანამგზავრის მიერ მოპოვებულ მასალას სრულად ჩამოტვირთავენ. ლურჯი ცის გარდა, პლუტონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა - გაყინული წყალი. აღსანიშნავია, რომ წყლის ყინული პლანეტის მხოლოდ იმ ნაწილშია, რომელიც თანამგზავრის მიერ გამოგზავნილ ფოტოში წითლად კაშკაშებს. "NASA"-ს მეცნიერების განცხადებით, მათ არ იციან თუ რატომ არის წყალი პლუტონზე ასე წითელი.[simple-author-box]