ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო-დაკავებულია 1 პირი


პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა. დანაშაული 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია