- მარტი 02, 2026
პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავა
- მარტი 17, 2022
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს. აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.