- მარტი 02, 2026
პოლიციელებმა აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი ძალის გამოყენებით, დაშალეს
- იანვარი 29, 2025
- , პოლიტიკა
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს. აქციის მონაწილეების მხრიდან მათ მისამართით ისმის შეძახილები: “სირცხვილი“, „მოძალადე პოლიცია”. “სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ”, - მიმართა პოლიციის უფროსს აქციის მონაწილე ციალა ქათამიძემ. თავის მხრივ, გრიგოლ ბესელიამ ციალა ქათამიძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. “მატყუარა ხართ, თქვენ იტყუებით”, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ. წყარო. ipn.ge.