ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პოლიციის მაიორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა


პოლიციის მაიორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

დღეს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია. როგორც დაცვის პოლიცია 125-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გარდაცვლილი თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ვალერიან გოგატიშვილია. "პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია