ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს


პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა twitter-ზე დაწერა. მორავიეცკმა მინისტრთა საბჭოს დაავალა შესაბამისი რეზოლუციის მომზადება. პოლონური მედიის ცნობით, ეს რუსული ავიახაზებისთვის ნიშნავს როგორც პოლონეთის აეროპორტებში აფრენა-დაფრენის, ისე პოლონეთის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ფრენის აკრძალვას. პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა დაადასტურა, რომ რუსული ავიახაზებისთვის პოლონეთის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ რეგულაციები "დაუყოვნებლივ მუშავდება და აკრძალვა შუაღამიდან იმოქმედებს". [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია