- მარტი 02, 2026
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: “ვწუხვარ აშშ-ს ასეთი გადაწყვეტილებების გამო”
- ივლისი 03, 2025
- , პოლიტიკა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში გამოეხმაურა, აშშ-ს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უკრაინისთვის რამდენიმე სახის იარაღის მოწოდება, _ იუწყება tvn24.pl. მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ს ეს გადაწყვეტილება "კარგი ამბავი არ არის" პოლონეთისთვის. მისი სიტყვებით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას მხარდაჭერა ჭირდება. კოსინიაკ-კამიშმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ქვეყნები ძალ-ღონეს არ იშურებენ უკრაინის დასამარებლად: "ვწუხვარ, რომ ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მე მსურს, რომ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს", _ თქვა მინიტრმა. მან აღნიშნა, რომ "აგრესორ რუსეთს არ აქვს კეთილი ნება", შეწყვიტოს ცეცხლი" "ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის მყარი მხარდაჭერა, რაც პოლონეთის და ევროპის ინტერესებშიც შედის".