- მარტი 02, 2026
პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი
- ნოემბერი 26, 2024
- , პოლიტიკა
პრეზიდენტის არჩევნების თარიღი საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა დანიშნოს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ განაცხადა. „არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.