ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პროდუქტები რომელიც შეიძლება 18: 00 საათის შემდეგ მიირთვათ


პროდუქტები რომელიც შეიძლება 18: 00 საათის შემდეგ მიირთვათ

კივი - ეს ხილი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს და ხელს უშლის კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენას. ზღვის თევზი - თევზში ბევრი ცილა და მინიმალური რაოდენობით ცხიმია. ქათმისა და ინდაურის ფილე - ეს დაბალკალორიული პროდუქტებია, რომლებიც მშვენივრად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. გოგრა - გოგრის მინიმალური კალორიულობა საშუალებას იძლევა სრულფასოვან ვახშმად გამოვიყენოთ. მოხარშული ბოსტნეული - ჭარხალი და სტაფილო იდეალური წყვილია ვახშმისათის, თუმცა შეიძლება მათი ცალ-ცალკე გამოყენებაც. გარდა უამრავი ვიტამინებისა, რომელთაც ამ ბოსტნეულიდან იღებს ორგანიზმი, ჭარხალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სტაფილო კი დაიცავს ორგანიზმს ვირუსებისგან. ბოსტნეულის „ხიზილალა“ - არა მხოლოდ ბადრიჯნის, არამედ ნებისმიერი ბოსტნეულის „ხიზილალა“ მარგებელია ვახშმობის დროს. სოკო - მოთუშული სოკო სწორედ ისაა რაც ვახშმისთვისაა საჭირო. კომბოსტო და ისპანახი - ეს პროდუქტები არამხოლოდ მარგებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არამედ შედიან უარყოფითი კალორიულობის პროდუქტების სიაშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების გადამუშავების დროს ორგანიზმი მეტ კალორიებს წვავას, ვიდრე ეს პროდუქტები აძლევენ ორგანიზმს. მსხალი - ვაშლისგან განსხვავებით, რომელიც მადას აღძრავს, მსხალი დაბალკალორიული ხილია. დაბალკალორიული მაწონი და იოგურტი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია