ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პროკურატურა: რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს


პროკურატურა: რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს,_ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს",_ აცხადებენ პროკურატურაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია