- მარტი 02, 2026
პუტინი: „უკრაინაში მალე აღარავინ დარჩება, ვისაც ომი უნდა“
- დეკემბერი 19, 2024
- , პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ „უკრაინაში ცოტა ხანში არავინ დარჩება, ვისაც ომი უნდა“, _ იუწყება tass.ru. პრესკონფერენციაზე პუტინმა დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ბორის ჯონსონიც გაიხსენა: „ჩამოვიდა ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით და უთხრა უკრაინელებს, რომ საჭიროა ბრძოლა უკანაცკნელ უკრაინელამდე. და ისინიც იბრძვიან. მალე გამოილევიან ის უკრაინელები, რომლებსაც ომი უნდათ“, _ თქვა პუტინმა. „ჩვენ მზად ვართ. მაგრამ საჭიროა ის მხარეც იყოს მზად მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის“, _ თქვა პუტინმა.