- მარტი 02, 2026
“პუტინის გასამართლებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ქართველმა მოსამართლემ ” – ალაფიშვილი
- მარტი 17, 2023
- , პოლიტიკა
ადვოკატი ლევან ალაფიშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების შესახებ ადვოკატი ლევან ალაფიშვილი ეხმაურება. ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულების ვალდებულება წარმოეშვა რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოს; ჰააგის სახელმწიფომ პირველად გასცა სახელმწიფოს მეთაურის წინასწარი დაკავების ორდერი; ჰააგის ორდერი შეცვლის რომის სტატუტის არაწევრი სახელმწიფოების ლიდერთა დამოკიდებულებას და ქცევას პუტინის და მისი რეჟიმის მიმართ; ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პუტინის გასამართლებაში, საქმის არსებით განხილვაში. იგი 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე”