- მარტი 02, 2026
ქარაშოტი ურეკში: „ამ სეზონზე ბუნების მრისხანება არ გვაკლია“
- აგვისტო 09, 2021
- , პოლიტიკა
წუხელ, გვიან, გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში, ძლიერი ქარაშოტი ამოვარდა. _წამიერად ააყირავა ყველაფერი, წიწვოვანებს მოამსხვრია ტოტები. კიდევ კარგი, დიდხანს არ გაგრძელებულა , თორემ ამ დილით ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით, _ გვეუბნებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები. მათივე თქმით, წლევანდელი საკურორტო სეზონი, ბუნების ბობოქრობით გამოირჩევა. _ხან ზედიზედ შტორმია და ათგზის დასუფთავებულ-დალაგებულ სანაპიროს წამებში ანაგვიანებს, ხანაც თავსხმა წვიმები და ქარაშოტია. მოკლედ, ამ სეზონზე ბუნების მრისხანება არ გვაკლია, - ამბობენ ისინი „გურია ნიუსთან“. [sexy_author_bio]