- მარტი 02, 2026
ქართველი ჩოგბურთელი პოლონეთში გამართული ტურნირის გამარჯვებულია
- აგვისტო 01, 2021
- , პოლიტიკა
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის გამარჯვებულია. გორგოძემ (WTA:185) ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4. ფინალში გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს ქლოი პაკეს შეხვდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში, 7:6 (9:7), 0:6, 6:4 გაიმარჯვა.