ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქართველი მკლავჭიდელის ზურა თავბერიძის მნიშვნელოვანი გამარჯვება თურქეთში


ქართველი მკლავჭიდელის ზურა თავბერიძის მნიშვნელოვანი გამარჯვება თურქეთში

თურქეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებას მიაღწია ქართველმა სპორტსმენმა ზურა თავბერიძემ. “გურია ნიუსი“ ზურა თავბერიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა და შეხვედრის დეტალების შესახებ ესაუბრა. “თურქეთში ჩატარდა ე.წ. ვენდეტები , რომელშიც მიწვეული იყვნენ სპორტსმენები მსოფლიოს მოქმედი და ასევე ძველი ჩემპიონები აშშ-დან და ევროპიდან. ეს იყო აბსოლუტური კატეგორია. მონაწილეობას იღებდნენ მკლავჭიდის ლეგენდები როგორებიც არიან ჯონ ბრზენკი, მაიკლ ტოდი , რონ ბატი, ტოდ ჰატჩინგსი. მე ვენდეტა მქონდა როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა ხელში ორ ამერიკელ სპორტსმენთან. მარცხენა ხელში დავამარცხე 3-0 ჯონათონ ბრედა მოქმედი აშშ-ის ჩემპიონი. რაც შეეხება მარჯვენა ხელს აქ ჩემი მეტოქე იყო მკლავჭიდის ლეგენდა რონ ბატი, საკმაოდ უხერხული მეტოქე ჩემთვის , რომელიც გამოირჩევა თავისი სიმაღლით და წონით. დაძაბულ ბრძოლაში 5 რაუნდიდან 3-2 დავამარცხე. ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - გვითხრა თავბერიძემ. ინფორმაციისთვის, თავბერიძე 2012 წლიდან არის აქტიურად ჩართული მკლავჭიდში. “2012 წელს, მაშინ ოზურგეთში ვიყავი ასევე მკლავჭიდის მწვრთნელი , თუმცა 2013 წლიდან წავედი ბათუმში და მას შემდეგ ვცხოვრობ ბათუმში. 9 წელია მკლავჭიდით ვარ დაკავებული“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თავბერიძემ. “გურია ნიუსი“ წარმატებებს და გამარჯვებების სერიას უსურვებს ზურა თავბერიძეს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია