ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქართველი პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მოპოვების შანს ინარჩუნებს


ქართველი პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მოპოვების შანს ინარჩუნებს

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა(90 კგ, კატეგორია J2). მან ორთაბრძოლა ფრანგ პარასპორტსმენთან დათმო და პარალიმპიადის ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟის გავლით გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ლაშა ყიზილაშვილმა პირველ შეხვედრაში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია