ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქმარმა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში გაზი გაუშვა – ტრაგედიის ახალი დეტალები


ქმარმა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში გაზი გაუშვა – ტრაგედიის ახალი დეტალები

35 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წყარო: რუსთავი2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია