ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქუთაისში სხვადასხვა მისამართზე გასაშრობად გაფენილი სარეცხი მოიპარეს


ქუთაისში სხვადასხვა მისამართზე  გასაშრობად გაფენილი სარეცხი მოიპარეს

"info imereti"- ის ინფორმაციით, ქუთაისში, სხვადასხვა ქუჩაზე უცნობმა პირებმა გაფენილი სარეცხი მოიპარეს. ადგილობრივები სოციალურ ქსელში გუშინ ღამით მომხდარ შემთხვევებს იხსენებენ და ამბობენ, რომ დღეს დილით გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი აღარ დახვდათ. “ახალი წლის ღამეს რომ ტანსაცმელს მოიპარავ, როგორი წელი უნდა გქონდეს?! დამტოვეს ტანსაცმლის გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის მკვიდრი. აღნიშნულ სტატუსს ქუთაისში მცხოვრები სხვა პირებიც გამოეხმაურნენ და მათაც განაცხადეს, რომ ანალოგიური ფაქტი მათ კორპუსებშიც მოხდა. წყარო: infoimereti



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია