ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა ამონაგები აქვს საინვესტიციო პორტფელებში განთავსებულ საპენსიო აქტივებს


რა ამონაგები აქვს საინვესტიციო პორტფელებში განთავსებულ საპენსიო აქტივებს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პორტფელებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. "მოგეხსენებათ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები განთავსებულია განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური. თითოეულ პორტფელზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ პროაქტიულად და ყოველდღიურად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე. დინამიური ფონდის მოცულობა შეადგენს 2,873 მლნ ლარს, მასში ჩართულია 908,800 მონაწილე, სექტემბრის თვის ამონაგებმა 0.20% შეადგინა, დაბალანსებული პორტფელის მოცულობა შეადგენს 600 მლნ ლარს, მასში ჩართულია 201,900 მონაწილე, სექტემბერში ამონაგებმა 0.26% შეადგინა. კონსერვატიული პორტფელის მოცულობა 461 მლნ ლარია, მასში 167,900 ადამიანია ჩართული, სექტემბერში ამონაგებმა კი 0.43% შეადგინა",_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია