- მარტი 02, 2026
რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო
- დეკემბერი 17, 2021
- , პოლიტიკა
ვერძების სილამაზის მთავარი საიდუმლო - თავდაჯერებულობაა. მათ უყვართ, როდესაც მათ მიმართ აღფრთოვანებას არ მალავენ. არ ეშინიათ თამამი ექსპერიმენტების გარეგნობაში. მათი ძლიერი მხარეა - აბრეშუმივით მბზინვარე თმა. ქალი-კურო ძალიან მგრძნობიარეა. მან იცის ათასერთი მეთოდი, რომ მამაკაცებსაც დაანახოს ეს. ის კვების მკაცრ რეჟიმს იცავს, უყვარს დისციპლინა და კანს ძალიან კარგად უვლის. მათი მთავარი საიდუმლოა - გამოიყურებოდეს განსაკუთრებულად. გარეგნობის „დაკოპირება“ მას არ აწყობს. ისინი ხშირად იყურებიან სარკეში. ირჩევენ ძლიერ, მკაფიო მაკიაჟს, რომ სრულყოფილები გამოჩდნენ. მისი სილამაზის საიდუმლო - ბუნებრიობაა. მაკიაჟში პასტელურ გამას ირჩევს. განსაკუთრებული დღეებისთვის - ვერცხლს. მისი კოზირი - ლამაზი ღიმილია. ქალი-ცეცხლი. ვნებიანი გარეგნობის მფლობელია. მისი მკაფიო გარეგნობა გარშემომყოფების აღფრთოვანებას იწვევს. ის ძალიან კარგად გრძნობს სიტუაციას. უყვარს გლამური და ფუფუნება. ქალწულის არამიწიერი სილამაზე სავსეა იდუმალებით. ასეთი ქალის დავიწყება ძალიან ძნელია. მას აქვს უნარი, ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს. ემოციური ბალანსი, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანშია ჩადებული, მის გარეგნობაზეც აისახება. მას განსაკუთრებული შარმი აქვს. მისი ჟესტები და მიმიკა ძალიან ჰარმონიულად და ელეგანტურად გამოიყურება. მის სილამაზეს შეგვიძლია ვუწოდოთ მაგნიტური. ის პირველივე შეხედვისთანავე აჯადოვებს მამაკაცებს, რაც მისი თვალების და გამოხედვის დამსახურებაა. მშვილდოსანი მშვილდოსნის ოპტიმიზმი მის სახეზეც აისახება. ამ ნიშნის ქალები ყოველთვის ახალგაზრდულად და ბედნიერად გამოიყურებიან. ელეგანტური და დახვეწილია. ისინი მხოლოდ შემოწმებულ სილამაზის რიტუალებს ენდობიან. სახის გაწმენდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია. მათი გამოხედვა ძალიან დამაჯერებელი და იდუმალია. მათი ძლიერი მხარე მათივე თვალებია, რომელშიც მერწყულების შარმი და მომხიბლაობა აირეკლება. მეოცნებე გამოხედვა თევზების სილამაზის საიდუმლოა. ნაზი ქალიშვილის მომხიბვლელობას წინ ვერავინ აღუდგება. ირჩევენ პასტელის ფერის მაკიაჟს და ტუჩებზე - „სველი“ ეფექტის მქონე საცხს. თევზებს ძალიან უყვართ არომაპროცედურები. [sexy_author_bio]