ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა გახდება სავალდებულო ტურისტებისთვის საქართველოში შემოსასვლელად


რა გახდება სავალდებულო  ტურისტებისთვის საქართველოში შემოსასვლელად

საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა სავალდებულო გახდება. როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უთხრეს, საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1-ელ ივნისამდე დამტკიცდება. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობამ 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუჩნდებათ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტებს ახალი ვალდებულება და რა პირობებით. ვრცლად: BMG



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია