ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა ღირს შაქარი ოზურგეთში? _ „შედარებით იაფად მხოლოდ ერთ მაღაზიაშია“


რა ღირს შაქარი ოზურგეთში? _  „შედარებით იაფად მხოლოდ ერთ მაღაზიაშია“

დღეს, ოზურგეთში, ისევე, როგორც წინა დღეებში, სასურსათო პროდუქტის მომხმარებლები, ძირითადად, შაქრის ფასზე აკეთებენ აქცენტს: „რა ღირს?“ „, დაიკლო თუ არა?“ „ისევ ხომ არ გაძვირდება?“... „გურია ნიუსი“ არაერთ მაღაზიას და მარკეტს ეწვია. ერთი კილოგრამი შაქრის ფასი, საშუალოდ, 3-3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო სოფლებში, სადაც კერძო მესაკუთრეებს თავიანთი მაღაზიები აქვთ გახსნილი, ერთი კილოგრამი _ 3,80 ან 4 ლარი ღირს. ოზურგეთში, როგორც რამდენიმე მომხმარებელმა გვითხრა, შედარებით იაფად, მხოლოდ ერთ მაღაზიაშია. "გურია ნიუსი" მაღაზიის მეპატრონეს ესაუბრა. _ როგორც მიწერია ფასი, აგერ მაქვს შესყიდვის დოკუმენტი, ისე ვყიდი. გასაჭირია. მოძმე ქვეყანაში ომია. ეს ყვეელაფერზე მოქმედებს. ხალხს უჭირს და რად მინდა ნაწყევარი? ცოტას მეც გავიჭირვებ ახლა, _ გვითხრა მარკეტის მეპატრონემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია