- მარტი 02, 2026
რა ვითარებაში დაიღუპა მომღერალი ზვიად აბაშიძე
- ნოემბერი 07, 2023
- , პოლიტიკა
"უკრაინაში ლიკვიდირებულია ზვიად აბაშიძე, თელაველი მომღერალი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მედიკოსთა ასეულში შედიოდა - ის ბრძოლის ველიდან დაჭრილი ოკუპანტების გამოყვანის დროს მოკლეს", _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ბერულავას პოსტს ფეისბუქმომხმარებლები გამოეხმაურნენ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ფოტოზე ზვიად აბაშიძეს მკერდზე უკრაინისა და საქართველოს სიმბოლიკები უკეთია. "რა ძალა გედგა, შე უბედურო"; "რუსეთის მხარეს იბრძოდა?რა სამწუხაროა"; გულზე საქარველოს უკრაინის დროᲨა აქვს? მართლა არ მესმის... ეს ფოტო როცა გადაიღო, საქართველოსა და უკრაინის დროშები ეკეთა. რატომ წავიდა რუსეთის მხარეს საომრად? ", _ წერენ სოციალურ ქსელში ბერულავას პოსტის პასუხად ფეისბუქმომხმარებლები.