- მარტი 02, 2026
რამდენი მილიონი იქნება 2025 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
- ნოემბერი 20, 2024
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის ბიუჯეტი 41 130 000 განისაზღვრა. 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნება: ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. [simple-author-box]