ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რამდენი ოჯახი დაბრუნდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩოხატაურში


რამდენი ოჯახი დაბრუნდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩოხატაურში

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი ქმედებები დაიწყო. ბევრი ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მათ შორის საქართველოდან წასული მოქალაქეებიც არიან. ბევრმა მათგანმა საკუთარი ნივთების წამოღებაც ვერ მოახერხა. "გურია ნიუსმა" სცადა გაერკვია რამდენი ადამიანი დაბრუნდა უკრაინადან ჩოხატაურში. ამ ინფორმაციის მისაღებად მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით. როგორც მერიაში ამბობენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩოხატაურში სამი ოჯახი დაბრუნდა, თუმცა ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში 1 ოჯახი იმყოფება. "რაც ომი დაიწყო, ჩოხატაურში სამი ოჯახი დაბრუნდა. ორი ოჯახი ამ დროისთვის ჩოხატაურში აღარ იმყოფება და რჩება ერთი ოჯახი",_ გვითხრეს მერიაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია