- მარტი 02, 2026
რამდენიმე დღეში 7 ხობელია დაღუპული, ხუთი _ ერთი ოჯახიდან
- თებერვალი 01, 2022
- , პოლიტიკა
საშინელებაა... ბოლო რამდენიმე დღეში, ხობის შვიდი მკვიდრი ტრაგიკულად დაიღუპა, მათ შორის ხუთი ერთი ოჯახი წევრი", _ ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მოქალაქეები გუშინ, გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც მამა-შვილი _ გოჩა და ომარ საჯაიები ემსხვერპლნენ. "საშინელებაა... ბოლო რამდენიმე დღეში, ხობის შვიდი მკვიდრი ტრაგიკულად დაიღუპა, მათ შორის ხუთი ერთი ოჯახი წევრი. უმძიმესი ტრაგედიაა. მთელი ქალაქი გლოვობს", _ წერენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, გაზით ოჯახის ხუთი წევრი გაიგუდა. ტრაგედიას ემსხვერპლნენ - 32 ირაკ-ლი შა-ნი-ძე, 32 წლის რუ-სუ-დან ზა-ა-ლიშ-ვი-ლი და და მათი შვი-ლე-ბი : 6 წლის მა-რი-ამი, 5 წლის და-რე-ჯანი და 12 წლის და-ვითი. ისინი თბილისში ხობიდან ახალი გადასულები იყვნენ და ქირით ცხოვრობდნენ. "გურია ნიუსი" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და გამძლეობას უსურვებს მათ.