ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი


რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი

აშშ-ში, ნიუ ორ-ლე-ა-ნის ფრან-გულ კვარ-ტალ-ში, 1-ელ იან-ვარს, ად-გი-ლობ-რი-ვი დრო-ით დი-ლის 3 სა-ათ-ზე, სა-ა-ხალ-წლო ზე-ი-მის დროს ავ-ტო-მო-ბი-ლი ხალ-ხში შე-ვარ-და, რის შე-დე-გა-დაც 15 ადა-მი-ა-ნი და-ი-ღუ-პა და 35 და-შავ-და. ტრა-გე-დი-ის ად-გი-ლას იმ-ყო-ფე-ბო-და ქარ-თვე-ლი ახალ-გაზ-რდა რატი გაგ-ნი-ძე, რო-მე-ლიც სო-ცი-ა-ლურ ქსელ-ში წერს: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა. სასტუმროში დაბრუნებამდე პიცერიაში შევიარე და ჩემს გვერდზე ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა დაჯდა. იქედან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ ადამიანს გადავწყვიტე მალე დამეტოვებინა ადგილი. ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც პოლიციელთა ჯგუფი შემოვარდა და დააკავეს. ეს დაკავება არ ჰგავდა ჩვეულებრივს,გადატენილი იარაღებით გაიყვანეს დამნაშავეები. მეც დაგეგმილ დროზე ადრე დავტოვე პიცერია და გარეთ გავედი. ხალხმრავალ ადგილზე სელფის გადასაღებად გავჩერდი და რამდენიმე წუთში ისევ გავემართე სასტუმროსკენ. ზუსტად 5 წუთის სხვაობით ამ ადგილზე მოხდა ტერორისტული აქტი. ფეხით მოსიარულეებისთვის გამოყოფილ გზაზე სატვირთო გამიზნულად შემოვარდა და ახალგაზრდებს გადაუარა. 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმციით სატვირთოში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და “ისლამური სახელმწუფოს” აისისის დროშა. FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება "როგორც ტერორისტულ აქტზე" მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მადლობა ღმერთს მე კარგად ვარ, მაგრამ ეს საშინელი ამბავი ალბათ არასდროს დამავიწყდება. ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ საშინელებას. ღმერთმა დალოცოს დიდებული ამერიკა!



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია