ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ნიშნების ჯადოსნური ძალა


რაში მდგომარეობს ზოდიაქოს ნიშნების ჯადოსნური ძალა

თხის რქა და მაგია შეუთავსებელი საგნებია. არც ერთ ქალ-თხის რქას არ სწამს მისი და რომც დაიჯეროს, ვერც გაიგებს, რისთვისაა ის საჭირო. მას გარანტია სჭირდება, რომ ირწმუნოს. მიუხედავად ამისა, მაგიის უნარი ქალ თხის რქებს მაინც აქვთ. ისინი სრულიად უვნები არიან. მათზე არავითარი საშიში ჯადოქრობა არ მოქმედებს. მერწყულებს ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ ცრურწმენებთან. ქალ მერწყულს სჯერა ხალხური ცრურწმენების. ისინი თავადაც იგონებენ საკუთარ ნიშნებს მაშინ, როდესაც წარმატება ძალიან სჭირდებათ. ქალი თევზების უნარი - სიყვარულის მაგიაა. მას შეუძლია ისე შეაყვაროს თავი მამაკაცს, რომ სხვა ქალებს ვეღარ ამჩნევდეს. ვერძებს აქვთ უნარი, ყოველთვის აღმოჩნდნენ საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ხოლო არასაჭირო ადგილას - არ აღმოჩნდნენ. იქნებ ამ უნარის აიხსნება ის იმპულსურობა, რომელიც ვერძებს ახასიათებთ. თუ ქალი-ვერძი სასიამოვნოდ გესაუბრებათ და უცბად ჯანდაბაში გაგიშვებთ, აჯობებს მართლა მოშორდეთ ამ ადგილს. ასეთ მომენტებში, ქალი ვერძები არ ფიქრობენ შედეგზე, ისინი უბრალოდ აკეთებენ ამას. კუროები გულახდილი, პატიოსანი, კეთილი ადამიანები არიან. ვერავინ მიხვდება, რომ მისი უნარი - წყევლაა. თუ ქალ კუროს გზაზე შავი კატა გადაურბენს, ის არ გაიფიქრებს „მოკვდიო“, რადგან მან იცის, რომ ეს ისედაც მოხდება. მას ასევე შეუძლია კეთილ ადამიანებს კეთილი საქმეები „დააბედოს“, რადგან მათთვის არაფერი ენანება. ტყუპები მაგიას პროფესიონალურად ფლობენ. ქალი ტყუპები დაბადებიდან ჰიპნოზიორები არიან. ისინი გარშემომყოფებს აიძულებენ გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ. ქალ-კირჩხიბებს ყველაზე კეთილი უნარი აქვთ. მათ „მსუბუქი“ ხელი აქვთ. ყველაფერი იოლად გამოსდით. ჯოხიც რომ ჩაარჭონ მიწაში, ყვავილი ამოვა. ლომებს არ აინტერესებთ წინასწარმეტყველება და წვრილ-წვრილი ყოფითი მაგია. მათი მიზნები ბევრად სერიოზულია. ლომებს შეუძლიათ „კოსმოსში“ გააგზავნონ თავიანთი სურვილები და სამყარო მათ აუხდენს. ქალწულის უნარი ტელეპატიაა. ისინი სხვების აზრებს კითხულობენ, როგორც გადაშლილ წიგნს. თქვენ ჯერ გაკეთებულიც არ გაქვთ რაღაც, რომ ქალწულმა უკვე იცის. სასწორები ნამდვილი წინასწარმეტყველები არიან. ეხერხებათ კარტზე და ყავაზე მკითხაობა. ასევე, კარგად ხსნიან სიზმრებს. მორიელი ყველაზე მისტიკური ნიშანია. ქალი მორიელი ნამდვილი ალქაჯია. მას შინაგანი „დემონების“ მთელი პანთეონი აქვს, რომელსაც გარეთ არ უშვებს. მაგრამ თუ გამოუშვა, ნამდვილი საშინელება მოხდება. მშვილდოსანი მშვილდოსნის უნარი - ოცნებების ახდენაა. მათ თავში ლამაზი და დეტალურად დამუშავებული ოცნებების კატალოგი აქვთ. მათ ლომებისგან განსხვავებით, სხვების ოცნებების ახდენაც შეუძლიათ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია