- მარტი 02, 2026
რატომ არ დამანებებთ თავს?!
- მაისი 26, 2024
- , პოლიტიკა
ცნობილმა საერთაშორისო მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოთქვა "ცნობილი ტექსტი": - ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". მეორე დღეს გია ფერაძე ტელევიზიის დერეფანში დახვდა რეიგანის ნიღბით, შავ კოსტიუმში გამოწყობილი და შორიდან დაუძახა: - ბატონო აბონ! რა გინდათ ჩემგან, რატომ არ დამანებებთ თავს?! სანამ გია მიუახლოვდებოდა, გაოგნებული აბონ ციციაშვილი უკან, სტუდიაში შესვლას ცდილობდა.